png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გვინდა, ვიხილოთ მეტი აქტივობა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველი და ყველა ოპოზიციური პარტიისა და ლიდერის თანამშრომლობა - კელი დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 05.05.2022
  • 17:29
გვინდა, ვიხილოთ მეტი აქტივობა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველი და ყველა ოპოზიციური პარტიისა და ლიდერის თანამშრომლობა - კელი დეგნანი

ჩვენი, აშშ-ის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანება, ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობისკენ ძალისხმევის მიმართვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მეტი აქტივობა პარლამენტში და ერთობლივი მუშაობა ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რაც აწუხებს ქართველ ხალხს.

„საქართველო არის ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკოსები ერთობლივად მუშაობენ პარლამენტში. გვინდა, ვიხილოთ უფრო მეტი აქტივობა პარლამენტში, სხვადასხვა პროექტის, სტრატეგიისა თუ კანონმდებლობის მიღებისა თუ განხორციელების კუთხით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველი და ყველა ოპოზიციური პარტიისა და ლიდერის თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდეს და გახდეს უფრო ინტენსიური ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ეს ის საკითხებია, რაც აწუხებს ქართველ ხალხს და რაზეც უნდა მიმდინარეობდეს ერთობლივი მუშაობა. ახლა არ არის ერთმანეთთან ბრძოლის, ჩხუბის დრო. ახლა არის დრო, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს და შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ თავად რუსეთისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, გახლიჩოს და დაყოს ეს ქვეყანა, შეიტანოს დაბნეულობა და ქართველი ხალხის ერთიანობა ამაში ხელს შეუშლის. ასე რომ, ჩვენი, ამერიკის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანება, ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობისკენ ძალისხმევის მიმართვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge