png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მტერმა განაახლა შეტევა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატებები არ აქვთ - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 04.05.2022
  • 22:25
მტერმა განაახლა შეტევა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატებები არ აქვთ  - უკრაინის გენშტაბი

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში რუსეთის ძალები ცდილობენ გაანადგურონ უკრაინული დანაყოფები. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში გრძელდება ბლოკირება და ჩვენი ქვედანაყოფების განადგურების მცდელობა. ცალკეულ რაიონებში ავიაციის დახმარებით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატებები არ აქვთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამის გარდა მოწინააღმდგე აგრძელებს შეტევით ოპერაციას აღმოსავლეთით.

„რუსეთის არმიის სარდლობა ცდილობს გაზარდოს უკრაინის აღმოსავლეთით შეტევის ტემპები ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლის მიზნით, ასევე ცდილობს განავითაროს შეტევა ზაპოროჟიესა და კრივოი როგის მიმართულებით“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე განალაგეს 40 ერთეული შეტევითი და სატრანსპორტო ვერტმფრენი მი-24 და მი-8.

შეგახსნებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსეთის ძალების შეჭრის შესახებ. მოგვიანებით ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურა „ვერხოვნა რადას“ ფრაქცია „სლუგა ნაროდუს“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ. მისივე ინფორმაციით, აღდგენილია კავშირი უკრაინელ დამცველებთან. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge