png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხს დაბლოკავს

  • მსოფლიო
  • 04.05.2022
  • 16:00
ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხს დაბლოკავს

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტზე ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს დაბლოკავს. ამის შესახებ Euractiv იუწყება.

„როგორც სახელმწიფოს ლიდერი, რომელივ ნატო-ს სამიტზე ხორვატიას წარმოადგენს, გაწევრიანებაზე {ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის} ვეტოს დავადებ, თუ ამ დონეზე სამიტი გაიმართება“, - განუცხადა მილანოვიჩმა ჟურნალისტებს

თუმცა მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის დაითანხმებს თუ არა ხორვატიის ელჩს, მიიღოს მისი პოზიცია.

მოსალოდნელია, რომ ხორვატიის პარლამენტმა, სადაც მმართველ კონსერვატიულ პარტიას უმნიშვნელო უმრავლესობა აქვს, მხარს დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს. ერთადერთი წინააღმდეგობა, შესაძლოა, სამიტზე პრეზიდენტის ვეტო გახდეს.

ხორვატიის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ხორვატიის არმიის უმაღლესი მთავარსარდალია და საგარეო პოლიტიკაში ხმის უფლება აქვს. ამავე დროს, როგორც პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი რეგულარულად წარმოადგენს ხორვატიას ევროკავშირის სამიტებზე, პრეზიდნეტ მილანოვიჩს არ აქვს შესაძლებლობა ხორვატია წარმოადგინოს მსგავს ღონისძიებებზე.

ჰელსინკში ოფიციალურად დაიწყო დებატები ნატო-სთან დაკავშირებით, ფინელი პოლიტიკოსების უმრავლესობა მიანიშნებს, რომ ალიანსში შესვლის განაცხადი, ფინეთმა, შესაძლოა, ივნისამდე შეიტანოს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ კი განაცხადა, რომ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შვედეთის გარეშეც შეუძლია წარადგინოს.

იანვარში მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებისგან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge