png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ისრაელელი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის მხარდამხარ იბრძვიან - მარია ზახაროვა

  • მსოფლიო
  • 04.05.2022
  • 14:01
ისრაელელი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის მხარდამხარ იბრძვიან - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინაში „აზოვის“ პოლკის მხარდამხარ ისრაელელი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან.

„მე მაინც ვიტყვი იმას, რისი მოსმენაც არ ენდომებათ ისრაელში იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საინფორმაციო კაპმანია გააჩაღეს. ეს მათთვის, ალბათ, საინტერესო იქნება. უკრაინაში, ფაქტობრივად „აზოვის“ მებრძოლების მხარდამხარ იმყოფებიან ისრაელელი მებრძოლები“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, მან ნახა ამის დამადასტურებელი ვიდეო, მასალები.  

მისივე თქმით, ანტისემიტიზმზე ლაპარაკი, რომელიც სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ დაიწყო, ეს არა „ორმაგი სტანდარტები,“ არამედ რეალური პრობლემებიდან „ყურადღების გადატანაა.“

 „საკმარისია ამისთვის „ორმაგი სტანდარტების“ დარქმევა. არსებობს კარგი ადამიანური სიტყვა - საძაგლობა“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა „ახსნას, ეპათიას, თანაგძნობას და პრობლემის გაგებას“, მაგრამ მისი თქმით, ეს მცდელობები ამაო აღმოჩნდა.

 შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ზელენსკის მსგავსად "ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო "ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები კი როგორც წესი, ებრაელები იყვნენ".

ლავროვის ამ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იარირ ლაპიდი გამოეხმაურა და აღმაშფოთებელი და უპატიებელი უწოდა. 

"ლავროვის განცხადება გარდა იმისა, რომ აღმაშფოთებელი და უპატიებელია, ის ასევე საშინელი ისტორიული შეცდომაა. ებრაელები თავიანთ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების დადანაშაულება ანსტისემიტიზმში რასიზმის ყველაზე დაბალი დონეა", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარირ ლაპიდმა ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

ლავროვის განცხადების გამო ახსნა-განმარტებებისთვის, რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ისრაელმა მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

3 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისრაელი უკრაინის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ იაირ ლაპიდის განცხადებას "ანტიისტორიული" უწოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge