png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა

  • მსოფლიო
  • 04.05.2022
  • 12:14
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა.

სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვის დაწესებას.

ამასთან, სანქციები ითვალისწინებს "სბერბანკისა" და კიდევ ორი რუსული მსხვილი ბანკის საერთაშორისო საფინანსო სისტეა SWIFT-იდან გათიშვას.

გარდა ამისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი ძირითადი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აიკრძალება. ფონ დერ ლაიენს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ტელეარხებს შეეხებ აკრძალვა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პერსონალური სანქციების შესახებაც განაცხადა. პერსონალური სანქციების ქვეშ მოექცევიან მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც წვლილი მიუძღვით ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.

ამასთან, სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავს პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის წინააღმდეგ.

სანქციების ძალაში შესვლისთვის უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩებისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge