png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, რაღაც განზიდვა აქვს - კობახიძე სააკაშვილზე

  • კომენტარები
  • 02.05.2022
  • 15:00
ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, რაღაც განზიდვა აქვს - კობახიძე სააკაშვილზე

ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, რაღაც განზიდვა აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქმე მარტივად გვაქვს, კაცს შეუძლია, ცილა მიიღოს და არ იღებს. კეთილი ინებოს, მიიღოს და ამით ყველაფერი დამთავრდება. ცილებს ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? – თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. ვერ იღებს? – არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს. დეტალებში ვერ შევალ, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს. ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, ამ პროდუქტის მიმართ რაღაც განზიდვა აქვს. სინამდვილეში, რაში შეიძლება, იყოს საქმე – შეიძლება, წინასწარ განზრახული გეგმა იყოს, შეიძლება, ცილას სწორედ იმიტომ არ იღებდე, რომ ეს დიაგნოზი დაგისვან. ბუნებრივია, ასეთ რაღაცებში ვერ შევალთ. კაცს ეკუთვნის სასჯელის მოხდა და უნდა მოიხადოს ბოლომდე. რაც შეეხება ჯანდაცვის თვალსაზრისით პასუხისმგებლობას, ამას ხელისუფლება შეასრულებს. გადაყვანასა და გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება, პატიმრის მიმართ ზრუნვა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge