png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ტერაქტში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავდა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

  • მსოფლიო
  • 01.05.2022
  • 15:31
რუსეთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ტერაქტში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავდა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის დივესიული და სადაზვერვო ჯგუფები ამზადებდნენ  ტერაქტს, კერძოდ, რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ამაში უკრაინისა და იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების დადანაშაულებას.

უწყების სპიკერის არტიომ დეხტიარენკოს განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა რამდენიმეფაზიანი სპეცოპერაცია, რომლის შედეგად გაანეიტრალა მტრის ღრმად კონსპირაციული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის აგენტები ამზადებდნენ ტერაქტს - რუსეთის ან ბელრუსის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას.

ოკუპანტები აპირებდნენ საჰაერო ხომალდზე თავდასხმაში უკრაინა და ჩვენი პარტნიორები დაედანაშაულებინათ. პროვოკაციის მოწყობას მტერი სამოქალაქო ბორტზე თავდასხმას Stinger-ის ტიპისსაზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით გეგმავდა.

უცხოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოპარავისა და საზღვარგარეთ ფარულად გადატანის მიზნით, აგრესორი ქვეყნის სპეცსმსახურებმა შესაბამისი დავალება მისცეს თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს. მტრის აგენტურა შედგებოდა ორი ორმაგი მოქალაქისა და თანამონაწილეებისაგან.

მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა რუსი ალექსანდრ ტიუტერევი, რომელიც არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანამშრომელი და აქვს გამოძახების ნიშანი „საზღვაო“. დადგინდა, რომ ის მანამდეც მონაწილეობდა ოდესის ოლქში, ტერაქტების სერიის ორგანიზებაში, რისთვისაც იძებნებოდა. მისი დავალებით მტრის აგენტები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან, პატრიოტი მოხალისეების საფარქვეშ. „ნდობის“  ურთიერთობის დასამყარებლად უკრაინელ სამხედროებს მიაწოდეს სანდო ინფორმაცია ე. წ. კადიროველთა საოკუპაციო ნაწილების პოზიციებისა და გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა დეხტიარენკომ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge