png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

FT: რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ეწურება

  • მსოფლიო
  • 30.04.2022
  • 23:56
FT: რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ეწურება

გამოცემა Financial Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტის წინაშე დგას.

"მათი მარაგი შეზღუდულია, ისინი მცირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ უწევთ "კალიბრის" რაკეტების გადატანა სხვა სტრატეგიული მიმართულებებიდან, სადაც მათი შენახვა შესაძლებელია", - განუცხადა Financial Times-ს დასავლეთის ოფიციალურმა პირმა.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათი მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი იწურება", - დასძინა მან.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ომის ამ ეტაპზე, რუსული სარაკეტო იერიშების უმეტესობა კონცენტრირებულია დონბასის აღმოსავლეთ ნაწილსა და ქალაქ მარიუპოლზე. მისი თქმით, დაბომბვის ბრძანებების უმეტესობა თავისი შინაარსით არის "უგუნური და არც თუ ისე ზუსტი".

"ვფიქრობთ, რომ ეს მიანიშნებს იმ პრობლემებზე, რაც რუსებს აქვთ [მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის] მიწოდებასთან დაკავშირებით", - უთხრა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემები შესაძლოა დაკავშირებული იყოს დასავლეთის სანქციებთანაც, რომელიც ზღუდავს წარმოების პოტენციალს მაშინ, როდესაც ეს განსაკუთრებით საჭიროა ბრძოლის ველზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ამ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე გაუშვა 1300 მაღალი სიზუსტის რაკეტა უკრაინაში, მათ შორის 235 "კალიბრის" რაკეტა.

Forbes-ის გამოთვლებით, უკრაინის წინააღმდეგ გასროლილი რაკეტების ჯამური ღირებულება 7,5 მილიარდი დოლარია.

ომის დაწყებიდან, მალიარის თქმით, რუსული რაკეტების მარაგი განახევრდა და მომავალში მარაგების შესავსებად, რუსეთს უცხოეთში დამზადებული კომპონენტების მიღება დასჭირდება.

"ვინაიდან სანქციები მოქმედებს და რუსეთი იყენებდა სხვა ქვეყნების კომპონენტებს იარაღისთვის, ახლა მათ გაუჭირდებათ მარაგების შევსება", - თქვა მალიარმა.

ფოტო: უკრაინელი მებრძოლი რუსულ რაკეტასთან/AFP

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge