png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კიევის ოლქში გზააბნეული რუსი მეტყვიამფრქვევე აღმოაჩინეს

  • მსოფლიო
  • 29.04.2022
  • 22:13
კიევის ოლქში გზააბნეული რუსი მეტყვიამფრქვევე აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, სოფელ ოსტროლუჩიეში პოლიციამ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად რუსი სამხედრო იპოვა,  რომელიც, სავარაუდოდ,  ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გაყვანის შემდეგ დაიკარგა და გზა დაებნა.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია Twitter-ზე ავრცელებს.

„თათრეთის მკვიდრმა, 21 წლის მეტყვიამფრქვევემ მექანიზირებული ბრიგადიდან აღიარა, რომ გზა დაებნა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ „მსოფლიოს მეორე არმიამ“ ის უბრალოდ მიატოვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან ნაპოვნოა რუსული სამხედრო ტექნიკაც

21 წლის ოკუპანტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალურ განყოფილებას გადაეცა.

კიევის ოლქი რუსი სამხედროებისაგნ 2 აპრილს გათავისუფლდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ უკრაინელ სამხედროებსა და სამართლადმცელებს შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქალაქებსა და სოფლებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს. ბუჩაში, ბოროდიანკასა და სხვა დასახლებებში აღმოჩენილია 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი. ცხედრები ნაპოვნია სარდაფებშიც, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. დაფიქსირებულია ასეული გაუპატიურების შემთხვევა. რუსი სამხედროები აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბაშვებს.

 მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს.

ლატვიის, ესტონეთისა და კანადის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარეს. აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებიც მუშაობენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge