png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ ცხადყო იმის აუცილებლობა, რომ ნატო დაეხმაროს მოლდოვასა და საქართველოს - სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 28.04.2022
  • 15:58
უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ ცხადყო იმის აუცილებლობა, რომ ნატო დაეხმაროს  მოლდოვასა და საქართველოს - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ცხადჰყო, რომ საჭიროა გაიზარდოს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მხარდაჭერა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, საუბარია როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

"უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ ცხადჰყო იმის აუცილებლობა, რომ ნატო დაეხმაროს ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც არც ნატოს წევრები არიან და არც ევროკავშირისა - როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო. ლაპარაკია პრაქტიკულ დახმარებაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ დახმარებაზე. საქართველო ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ჩვენ შევისწავლით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიდან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამაც.

კითხვაზე, როგორია ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის პრეზიდენტის გზავნილი მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ივნისში ელოდება, მეცოლამ უპასუხა:

"ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროპას, როგორც თავის სახლს, ისე უყურებს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ვიყავით ის ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნიდან გაკეთებულ აპლიკაციას ევროკავშირში მომავალი წევრობის შესახებ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, გამოწვევები, საფრთხეები, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები არიან. ჩვენ მოვიწვიეთ მოლდოვას პრეზიდენტი და მაია სანდუ მიმართავს ევროპარლამენტს მომავალ პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტმა მიიღო ეს შეთავაზება. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან საქართველოდან და ქართველ პარლამენტარებთან იმისათვის რომ, როდესაც ის მომენტი დადგება, რაც თქვენ ახსენეთ, ჩვენც მზად ვიყოთ ვალდებულების შესასრულებლად", - განაცხადა მეცოლამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge