png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იგებენ ომს და მეორე მხრივ, ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით ცოტა შვება მიადგეთ - გიორგი ხელაშვილი არესტოვიჩის განცხადებებზე

  • პოლიტიკა
  • 27.04.2022
  • 20:01
უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იგებენ ომს და მეორე მხრივ, ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით ცოტა შვება მიადგეთ - გიორგი ხელაშვილი არესტოვიჩის განცხადებებზე

არესტოვიჩი, ეს არის ერთ-ერთ პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში; ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ, იმ იმედით, რომ სადღაც, მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებების კომენტირებისას. ხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებებში სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებს ხედავს.

„ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში. ასე რომ ახლა მე არ გავაკეთებდი არესტოვიჩის გამონათქვამებზე კომენტარს, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია. ერთის მხრივ უკრაინელები, მათი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იგებენ ომს და მეორეს მხრივ, ისინი გარკვეულწილად ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ.

„მე ჯერ არ მომისმენია უცხოეთის არცერთი ქვეყნისგან რაიმე სახის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით ჩვენს პოზიციაზე. ცალკეულმა პოლიტიკოსმა შეიძლება რაღაც თქვას, მაგრამ დასავლეთს ძალიან კარგად ესმის, რომ კავკასიაში კიდევ ერთი აფეთქების კერა, კიდევ ერთი უზარმაზარი ნაკადი ლტოლვილების, კიდევ ერთი ცხელი წერტილი, დაღუპული ადამიანები, ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთი ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც უკრაინას, ეს არავის აწყობს. საქართველოში საკმარისია ერთი აფეთქება, რომ მთელი კავკასია მიჰყვეს მას და შესაძლოა არა მარტო კავკასია. ეს დასავლეთისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მოზომილი, სწორი პოზიცია, რომელიც გულისხმობს უკრაინისადმი სოლიდარობას, უკრაინის დახმარება და იმავდროულად საქართველო რჩება დემოკრატიული სტაბილურობის კუნძული მთელს რეგიონში, არის აღიარებული დასავლეთის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - განაცხადა ხელაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge