png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მარიუპოლის დამცველები ევაკუაციისათვის დიუნკერკის ოპერაციის გამოყენებას ითხოვენ

  • მსოფლიო
  • 27.04.2022
  • 19:39
მარიუპოლის დამცველები ევაკუაციისათვის დიუნკერკის ოპერაციის გამოყენებას ითხოვენ

უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინა მორიგ ვიდეომიმართვაში ითხოვს მარიუპოლის დამცველების ევაკუაციისათვის გამოიყენონ დიუნკერკის ოპერაცია, რომელიც 1940 წელს, ჰიტლერის თანხმობით განხორციელდა.

„62-ე დღეა ვაწარმოებთ საბრძოლო მოქმედებებს სრულ ალყაში მოქცეულები, ახლა ტერიტორიულად ვიმყოფები „აზოვსტალის“ ქარხანაში, ვასრულებთ ამოცანას აზოვის პოლკთან და სხვა დანაყოფებთან ერთად...

ჩვენ 600-ზე მეტი დაჭრილი გვყავს სხვადასხვა სიმძმით, მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. აქ არ არის არც პირობები, არც მედიკამენტები, არც პერსონალი, რომელიც დაგვეხმარებოდა. ასევე არიან დაჭრილები სამოქალაქო პირებს შორის, რომლებსაც ვეხმარებით, ისე, როგორც შეგვიძლია. ჩვენთან ერთად იმყოფებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ათეულობით ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მოხუცები. სიტუაცია რთულია, გვაქვს წყლის პრობლემა,“ - ამბობს ვოლინა.

ის მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, დიპლომატებს, რათა მარიუპოლის დამცველების გასაყვანდ გამოიყენონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „დიუნკერკის (დინამოს“) ოპერაცია.

„ახლა 1940 წელი არ არის, ახლა 2022 წელია. აქ ხალხი უბრალოდ იღუპება. დაჭრილები დაიღუპებიან, ცოცხლები კი - ომში მოკვდებიან. მშვიდობიანი ადამიანები აქ ჩვენთან ერთად იღუპებიან ბუნკერებში, კერძო სახლებში, კორპუსებში, მათ უბრალოდ ხვრეტენ“, - ამბობს ვოლინა.

1940 წელს ბრიტანელი და ფრანგი სამხედროები საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკის რაიონში გერმანიის ჯარმა ალყაში მოაქცია.

მათ კატასტროფა ემუქრებოდათ, მაგრამ ჰიტლერმა იერიშის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად ევაკუირებული იყო 300 ათასზე მეტი ფრანგი და ბრიტანელი ჯარისკაცი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge