png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.04.2022
  • 14:53
დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ინტერპელაციის წესით, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას ითხოვს. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება.

„დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მათ შორის, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და შესრულება. თუ არ მოგისმენიათ, მსურს შეგახსენოთ თუ რა არის დღეს დასავლეთის ამოცანა რუსეთთან მიმართებაში - ეს არის არა მხოლოდ უკრაინაში მისი გამარჯვების უზრუნველყოფა, არამედ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების იმგვარი დაზიანება, რომ მათ ვეღარასოდეს ვეღარ შეძლონ სამხედრო აგრესიის განხორციელება ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება საკუთარ თავზე არაადექვატური წარმოდგენა გაქვთ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ მიერ არც ერთ ნათქვამ სიტყვას არ უკავშირდება რუსეთის სამოქმედო გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. აი, დასავლეთის პოლიტიკის წარმატებას კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი და უკრაინის მომავალიც. ამიტომ დღეს სანქციების შესრულება, არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მთავარი დაკვეთა.

ჩვენ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებში ახალი არაფერი არ მოვისმინეთ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო ქვეშევრდომი მართავს დღეს ჩვენ ქვეყანას და მას პრემიერ-მინისტრი ჰქვია. მაგრამ რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით, რომ ინტერპელაციის პროცედურით, საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge