png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ სანქციების თავიდან არიდების საკითხებში - ხოშტარია

  • კომენტარები
  • 26.04.2022
  • 13:40
დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ სანქციების თავიდან არიდების საკითხებში - ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაა აცხადებს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე, დავით ხიდაშელი კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის პარტნიორია.

"ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი უტყუარად, პირდაპირ ადასტურებს ივანიშვილის კავშირებს კრემლთან. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტებს, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად. კერძოდ, ევტუშენკოვთან, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სისტემის ხელმძღვანელი, 2007-2014 წლებში მმართველობაში მუშაობდა დავით ხიდაშელი. ის იყო ევტუშენკოვის პარტნიორი და მის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია ინტრაკომს, რომელსაც ხიდაშელი ხელმძღვანელობს. სწორედ ეს კომპანია 2011-2012 წლებში სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, მათ აწვდიდა სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს, კონკრეტულად კი იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ასადის რეჟიმს ხალხის ჟლეტვაში ეხმარებოდა. დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვისა და კრემლის მხრიდან გამოიყენებოდა მსგავსი საკითხებისთვის. ეს არის გამოძიება, რომელიც ბალკანელებმა ჩაატარეს და არის დადასტურებული. ვეცდებით, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კრემლისტური ჯგუფიც იყოს სანქცირებული", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge