png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ქართულ ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, თუ გადაწყვეტს საქართველოში აგრესიას და არა ის, რომ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ - მანჯგალაძე

  • პოლიტიკა
  • 26.04.2022
  • 13:05
"ქართულ ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, თუ გადაწყვეტს საქართველოში აგრესიას და არა ის, რომ  ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ -  მანჯგალაძე

"ქართულ ოცნების“  გაუბედავი, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება“,  - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ისტორიულად დადასტურებულია, რომ რუსეთს საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის არანაირი საბაბი არ სჭირდება. მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელების პროვოცირებას „ქართული ოცნება“ გაუბედავი პოლიტიკით ახდენს.

„რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს და არის იმის გამოხატულება, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ცივილიზებული მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

ვინც იქნება ამის წინააღმდეგი ნებისმიერი ფორმით, მოქმედებით, უმოქმედობით - იქნება ისტორიის ანტიგმირი და იქნება ისტორიის სანაგვეზე. ეს არის ცალსახა. ამას ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვუმტკიცებდეთ. სამწუხაროა, რომ საქართველოს ომის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ყოფთ და თქვენ, რატომღაც, თავს აყენებთ მშვიდობის მხარეს. ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ ის გაუბედავი პოლიტიკა, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსებისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება. 200 წლის მანძილზე დადასტურებულია ისტორიულად, რომ არანაირი საბაბი არ სჭირდება მისი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ვიწროპარტიულ ინტერესებზე უარი ვთქვათ და საქართველოს რაც სჭირდება, ხალხს რაც სჭირდება, ის გავაკეთოთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge