png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

  • პოლიტიკა
  • 25.04.2022
  • 20:11
დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ არახამია ტელეგრამის არხზე წერს.

არახამია ამ განცხადებით ეხმიანება გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია "სისტემის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმირ ევტუშენკოვს ესაუბრება.

"უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები უკრაინისთვის ომში იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე ჩვენს მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გადაიღეს... ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს ომში გამარჯვებას. 

მაგრამ ასე არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია - საქართველოს მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტას. ახლახან გამოქვეყნებული "ივანიშვილის ჩანაწერები" ამ კავშირზე ნათლად მეტყველებს.

საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ.

დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება. 

ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის მთელ ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაქეცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან, - აცხადებს არახამია,

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge