png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ - სარჯველაძე არახამიას განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 22.04.2022
  • 17:11
ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ - სარჯველაძე არახამიას განცხადებაზე

რეალობა არის ასეთი – ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება. ეს არ არის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესში, - ა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია დავით არახამიასგან ისეთი შეფასებების მოსმენა, როგორიც გუშინ გააკეთა.


„გულდასაწყვეტია, როცა ასეთ შეფასებებს ვისმენთ, როგორიც ბატონი არახამიასგან მოვისმინეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეალური აღმოჩნდა ყველა ის განცხადება, პოზიცია, მოსაზრება, რომელიც გამოითქმებოდა. რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე, რომ მაინც იარსებებდა რაღაც ბაცილა, რომელიც შეეცდებოდა რამენაირად კიდევ გაემწვავებინა, გაერთულებინა ან გაეფუჭებინა ორ მოძმე ხალხს, ორ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობები.

ბატონი არახამიას შემთხვევაში ურთიერთობების დაძაბვის სურვილს შეიძლება, განაპირობებდეს ერთადერთი მიზეზი – მისი ღირებულებების სისტემა თანაზიარია იმ ინტერესებისა და ღირებულებებისა, რომელიც აქვს საქართველოში ომის პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ხაზის გატარება, რომელი ღირებულებების სისტემითაც არც უკრაინის და არც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები არ ექცევა როგორც მთავარი ინტერესი და ღირებულება, არამედ ვიწროპარტიული ხაზის გატარება არის ყოველთვის ამ პარტიებისა და ამ კატეგორიის ხალხის მთავარი საზრუნავი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის ამ მორიგ მცდელობას, რომ რაღაცა ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა. რეალობა არის ასეთი – ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება. ეს არ არის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა სარჯელაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge