png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, ეს არის სწორედ რუსეთი. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები - ქადაგიშვილი

  • კომენტარები
  • 22.04.2022
  • 15:45
თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, ეს არის სწორედ რუსეთი. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები - ქადაგიშვილი

თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა, გაფუჭება, ეს არის სწორედ რუსეთი. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები, - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა შეაფასა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩის ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.

მისი თქმით, არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა. მან ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მოკავშირე რგოლი, მაკოორდინირებელი, რომელიც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს, ვინც რეალურად, დაკავებულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დაიძაბოს.

"აქედან ნათლად ჩანს, ვინ იყო ავტორი და სპონსორი იმ განცხადებების, რაც თავის დროზე გაკეთდა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ომისა და ღალტის პარტიის ინტერესი არის ერთადერთი რამ – მაქსიმალურად დაზიანდეს საქართველოს იმიჯი, ქვეყნის ინტერესები, რათა ამ დაზიანებით, ერთგვარი გაუკრვევლობით, ამ არეულობით მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია. ეს თავიდან ბოლომდე არის განწირული.

ყოველთვის ურთიერთობებში ადვილია უთანხმოების, ჭორის, ცუდი ინფორმაციის და ბოროტის ჩამოგდება. ეს ყოველთვის ადვილად კეთდება. ნდობის, მეგობრობის, გვერდით დგომის მიღწევას მეტი შრომა და თანადგომა სჭირდება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები ახერხებენ, შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ არახამიას მსგავსი განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს.

„ჩვენ არაფერი აღარ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ალბათ კარგი იქნება, თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge