png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი - რომან გოცირიძე

  • კომენტარები
  • 22.04.2022
  • 15:07
ბოიკოტი არის ზარმაცების თავშესაფარი - რომან გოცირიძე

ბოიკოტის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა ფრაქციაში. ეს არ დგას დღის წესრიგში, - ამის შესახებ თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ თანაპარტიელის, ნუგზარ წიკლაურის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც არ გამორიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის ბოიკოტი.

მისი თქმით, ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა და ის ზარმაცების თავშესაფარია.

„ბოიკოტის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა ფრაქციაში. ეს არ დგას დღის წესრიგში. მერე თუ განხილვები იქნება, გაიგებთ, მაგრამ დღეს ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრის სუბიექტური აზრი. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, თუკი ვინმეს ბოიკოტი გაუხარდება, გაუხარდება „ქართულ ოცნებას“. ძალიან უჭირთ კითხვარის შევსება და თუ განტევების ვაცის და გადაბრალების ობიექტის მოძებნა მოუწევთ, პირველ რიგში ეს იქნება ე.წ. დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თურმე პარლამენტში არ თანამშრომლობს. დემოკრატიული განვითარების კუთხით, სერიოზული პრობლემები რომ არის ქვეყანაში, დაწყებული სასამართლო სისტემით, დამთავრებული არჩევნებით და ის, რომ ერთი ოლიგარქი მართავს ყველაფერს და ამის გამო კითხვარის შევსების პროცესში სერიოზული პრობლემებია წარმოქმნილი, არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ დამატებითი საბაბი.

ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით ბოიკოტში, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რა დაჩქარდება ამითი?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?!- ილუზიაა ეს. პარლამენტი უნდა იყოს გამოყენებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან

ბერკეტად და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხერხად, რომელმაც უნდა შეავსოს დანარჩენი სხვა მეთოდები – ქუჩის, დიდი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება​“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge