png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხელისუფლებამ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯი, სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ევროპულ ქვეყანაში - თინა ბოკუჩავა

  • კომენტარები
  • 22.04.2022
  • 12:07
ხელისუფლებამ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯი, სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ევროპულ ქვეყანაში - თინა ბოკუჩავა

ყველა გონიერ ადამიანს, რომელსაც საქართველოს საუკეთესო ინტერესი აქვს მხედველობაში, კარგად ესმის, რომ როდესაც პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს, იმ ქვეყანას სამწუხაროდ, ევროპული მომავალი ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, ევროპულ ქვეყანაში გადაიყვანოს.

„ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანაში ევროპულ ქვეყანაში, რის მზაობასაც ღიად აცხადებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და რა თქმა უნდა, მე ამ საკითხს მინდა აქვე დაგიდასტუროთ, ვაჟღერებ ყველა საერთაშორისო დელეგაციასთან და მინდა, გითხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ესმით, რომ ეს არის ერთადერთი ნორმალური, გონივრული და სწორი გამოსავალი არა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პიროვნულად, არამედ ამ ქვეყნის ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მისი თანაპარტიელის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება, ბოკუჩავას თქმით, ბოიკოტი არ არის საკითხი, რომელზეც უნდა კონცენტრირდნენ.

„ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, რადგან უსასრულო დისკუსია ამ საკითხზე გვაშორებს იმ მიზნებს, რომელიც არის გაცილებით უფრო სერიოზული, განსაკუთრებით ამ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge