png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გავიდეთ რუსთაველზე, გადავკეტოთ და აღარ გამოვიდეთ იქიდან. ვალდებულები ვართ, არ მოვაკვლევინოთ მესამე პრეზიდენტი - თაკო ჩარკვიანი

  • კომენტარები
  • 20.04.2022
  • 15:11
გავიდეთ რუსთაველზე, გადავკეტოთ და აღარ გამოვიდეთ იქიდან. ვალდებულები ვართ, არ მოვაკვლევინოთ  მესამე პრეზიდენტი - თაკო  ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საზოგადოება [მიხეილ სააკაშვილის] გამოცხადებული მკვლელობის მოწმეა.

თაკო ჩარკვიანი გამოდის ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე გაიმართოს პერმანენტული საპროტესტო აქციები, რადგან "ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ".

"ჩვენ ამ წამს ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი. ვერ გავიგე, რომელმა პარტიამ ვინ უნდა გამოიყვანოს, მე ასეთი რაღაცები არ მესმის, არც მინდა, რომ გავიგო, არ შემოვსულვარ პოლიტიკაში ამისთვის. ახლა მე რიგითი მოქალაქე ვარ. ამდენი ადამიანია აქ, ვიცი, რომ დაემატება კიდევ ბევრი. თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ. აი, ახლა, ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე, რავიცი, პოლონეთში თეატრის წინ დააგეს ლეიბები. ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს. სულ ამბობენ, მიშასთვის აქცია ხომ არ უნდა იყოსო, ეს ნარატივი, მისმა მტერმა შემოაგდო, აბა ვისთვის უნდა იყოს? მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის. მგონი, ამას მიშას მომხრეებიც რომ არ ჰქვიათ, ისინიც მოაწერენ ხელს. ნურავინ ნურავის ელოდებით. ერთი ვიცი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და არ მინდა იმ თავისმომჭრელთა სიაში ყოფნა, რომელთაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს. არ მინდა, მგონია, თქვენც არ გინდათ. სააკაშვილი იყო და არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის ხალხის და თანამებრძოლების დასაცავი, დაცვაში არ ვგულისხმობ არც იარაღს, არც თავში ჩარტყმას, მსგავს არაფერს. უკრაინის დასაცავად ბევრნი ვიყავით, იმის ნახევარი ვიყოთ", - განაცხადა ჩარკვიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge