png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის - დავით უსუფაშვილი

  • კომენტარები
  • 19.04.2022
  • 16:13
 ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის - დავით უსუფაშვილი

ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ინფორმაციის კომენტირებისას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

"დიდი ხანია, ვაცხადებ, ხელებს ვწევ და ვამბობ, რომ თითქმის ორი ათეული წელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მე აღარ მესმის, როდის რა მოთხოვნას აყენებენ, როდის რას უარყოფენ და როდის რა ნაბიჯს გადადგამენ. მე აღარ და ვეღარ გამოვდგები ამის ექსპერტ-კომენტატორად, იმდენად აღარ მესმის ეს ყველაფერი. ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და საქართველოს სჭირდება ხელისუფლების შეცვლა უკეთესი ხელისუფლებით ან უკეთესი ხელისუფლების კონტურები უნდა გამოიხატოს.

პოლიტიკური პარტია ყოველ ცისმარე დღეს მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არაა პოლიტიკური პარტია. ვადამდელი არჩევნები, ესაა კონსტიტუციური მექანიზმი და ინსტიტუტი იმ ტიპის კრიზისის განსამუხტავად, რაც შეიძლება ქვეყანაში შეიქმნას. დიახ, ეს შეიძლება, შეიქმნას ხვალ; შეიძლება, ორ თვეში შეიქმნას. ეს არც მოთქმა-გოდებით მიიღწევა, არც შეძახილებით, არც ლოცვით და არც რამე სხვა ფორმით. ეს კონსტიტუციური მექანიზმია და ყველა პარტია ამისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge