png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის - კობახიძე ბაიდენის მიერ რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებაზე

  • პოლიტიკა
  • 14.04.2022
  • 16:37
არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის - კობახიძე ბაიდენის მიერ რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებაზე

იმის შესახებ არის თუ არა გენოციდი უკრაინაში რუსეთის ქმედებები, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასაც არ აქვს.

"ჯერჯერობით ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. გახსოვთ თქვენ, დღეს იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება", - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილი გენოციდზე საკმარისი, კობახიძე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ, საჭიროა სამართლებრივი შეფასება".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის."დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან", - თქვა მაკრონმა.

 შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გენოციდი უწოდა.  "მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად უკრაინელად ყოფნის იდეა", - განაცხადა მან. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge