png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება. ქვეყანას არ აგარევინებთ - გია გაჩეჩილაძე

  • კომენტარები
  • 14.04.2022
  • 15:39
აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება. ქვეყანას არ აგარევინებთ - გია გაჩეჩილაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.

მისი განცხადებით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.

„კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი – აი რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდო პატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები! მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება.

გვინდა, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას იქნება ეს – დესტრუქციული ოპოზიცია, ომში მოპარული ფულით დაფინანსებული ე.წ. მედიები თუ სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები (პროვოკატორები). სახეზეა, რომ ეს გაკოტრებული და გამარგინალებული ძალები, უკრაინის ტრაგედიასაც კი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მხოლოდ არეულობაში ხედავენ რევანშის განხორციელების შანსს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ძალების ზღვარგადასული დესტრუქცია, რაც უკვე წლებია არყევს ქვეყანას და მუდმივ ტურბულენციაში გვაცხოვრებს! ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ არ ხდება ქვეყანაში ცილისწამების ნიაღვრის და ბულინგის აღკვეთა ევროპული ცივილიზებული კანონმდებლობით, ეს ხომ დესტრუქციის და არევის მთავარი იარაღებია დღეს; რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ პროვოკაციის გამომწვევ სხვა პირებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს.

ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი, რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“- აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი აი“ გია გაჩეჩილაძის ინიციატივით თბილისში შარშან 9 აპრილს დიდ სახალხო შეკრებაზე დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „აი ია“ მიზნად ისახავს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა, ევროპული არჩევანის, ქვეყნის სუვერენიტეტის ეროვნული ინტერესების დაცვას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge