png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სერგეი შოიგუს ინფარქტი აქვს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი კი დაკავებულია - რუსი ბიზნესმენი

  • მსოფლიო
  • 14.04.2022
  • 15:22
სერგეი შოიგუს ინფარქტი აქვს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი კი დაკავებულია - რუსი ბიზნესმენი

ისრაელში მცხოვრები ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი ლეონიდ ნევზლინი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ინფარქტი დაემართა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსეთმა ნევზლინს დაუსწრებლად უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მას მოსკოვში საქმიან და პოლიტიკურ წრეებთან კავშირები ამ დრომდე შენარუნებული აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას ნევზლინი სწორედ ამ წყაროებზე დაყრდნობით Facebook-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, შოიგუს ინფარქტი ბუნებრივი მიზეზით არ მოსვლია.

„შოიგუ თამაშს გამოეთიშა, თუ გადარჩება, შესაძლოა,  ინვალიდად დარჩეს. მას უცებ ინფარქტი დაემართა, ის რეანიმაციაშია, აპარატზე შეერთებული“, - წერს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი დაკავებულია. ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს ის, რომ 2014 წელს მაღალჩინოსნებმა მოიპარეს დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრის მომზადებისთვის გამოყო.

„დაპატიმრებულია თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. აქ ყველაფერი ნათელია -  სახსრების ტოტალურად მიტაცება. 2014 წელს  მოპარულია დაახლოებით 10 მლრდ დოლარი, რომელიც პუტინმა გამოყო ბლიცკრიგის მოსამზადებლად“, - წერს ნევზლინი.

ნევზლინის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პუტინის ყოფილი მრჩეველი ვლადიმირ სურკოვი კი შინაპატიმრობაში იმყოფება. ის ეჭმიტანილია ომისთვის გამოყოფილი თანხის მიტაცებაში. ამავე საქმეზე დაპატიმრებულია 20 გენერალი.

რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. კრემლს არც დაუდასტურებია და არც უარყვია ინფორმაცია შოიგუს შესაძლო ინფარქტის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge