png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

Bild: გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა სურს, მაგრამ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ უნდა

  • მსოფლიო
  • 12.04.2022
  • 19:56
Bild: გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა სურს, მაგრამ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ უნდა

გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს კიევში ჩასვლა სურს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ უნდა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება.

Bild-ის ინფორმაციით, შტაინმაიერს სურს უკრაინაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციებთან ერთად 13 აპრილს ჩავიდეს.

თუმცა, გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის  შეხვედრა არ სურს წარსულში  რუსეთთან შტაინმაიერის მჭიდრო ურთიეთობების გამო.  „ყველამ ვიცით რუსეთთან შტაინმაიერის მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც ასევე ცნობილი იყო შტაინმაიერის ფორმულით. დღეს მას კიევში არ მიესალმებიან. ვნახოთ შეიცვლება თუ არა ეს პოზიცია“, - განუცხადა გამოცემას კიევში უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

Bild-ის ინფორმაციით, კიევიდან გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აცნობეს, რომ ამ მომენტისთვის შეხვედრისთვის მზად არ არიან, თუმცა მომავალში ვიზიტის შესაძლებლობა არ გამორიცხეს.

შტაინმაიერი პოლონეთში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა, ვიზიტის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, შტაინმაიერს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ასევე შტაინმაიერი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აქტიური მხარდამჭერი იყო და მიიჩნევა რუსეთთან მეგობრული პოლიტიკის არქიტექტორად.

ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობებში შეცდომა იყო.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge