png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ცნობილია რუსი მედესანტის ვინაობა, რომელმაც ჩვილი გააუპატიურა - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 12.04.2022
  • 16:01
ცნობილია რუსი მედესანტის ვინაობა, რომელმაც ჩვილი გააუპატიურა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია რუსი სამხედრო, რომელმაც უკრაინაში ჩვილი გააუპატიურა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ილაპარაკა ოკუპანტების სიმხეცეებისა და შემაძრწუნებლი შემთხვევების შესახებ. სამხედრო, რომელმაც ჩვილზე იძალადა, ფსკოვიდან არის და მისი ვინაობა დადგენილია.  

„დაფიქსირდა ასობით გაუპატიურების შემთხვევა, მათ შორის არასრუწლოვანი გოგონების და სულ პატარა ბავშვების, ასევე ჩვილის. ამის შესახებ საუბარი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს სიმართლეა, ეს მოხდა.

დადგენილია მისი ვინაობა, ის რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვია ფსკოვიდან. მედესანტე ან სპეცრაზმელი, რომელმაც თავის მეგობრებს გაუგზავნა ვიდეო, სადც ჩანს როგორ ექცევა ჩვილს და როგორ ტანჯავს მას.

ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“, აი, ასეთია სპეცოპერაცია, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა, აი, ასეთია  „რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლის ისტორია. ასეთებთან იქნება ასოცირებული რუსეთის არმია, რუს მედესანტეებთან ფსოკივიდან“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის აინტერსებს როგორი რეაქცია ექნება მედესანტის ქმედებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრს და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების იდეის ავტორებს.

„ხომ არ სურს თავდაცვის მინისტრს სახლში მიიწვიოს ასეთი ფსკოველი მედესანტეები თავისი შვილების დასაცავად, თავის სახლში, თავისი შვილებისა და შვილიშვილების დასაცავად. ხომ არ სურს ეს? დარწმუნებული ვარ, შეეშინდება“, - დასძინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge