png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩვენ პოზიციები არ დაგვითმია, გახსოვდეთ ამ წინააღმდეგობის ფასი - მარიუპოლის დამცველები

  • მსოფლიო
  • 12.04.2022
  • 10:54
ჩვენ პოზიციები არ დაგვითმია, გახსოვდეთ ამ წინააღმდეგობის ფასი - მარიუპოლის დამცველები

36-ე დანაყოფის საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც მარიუპოლს რუსი დამპყრობლებისგან იცავენ, გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობენ, რომ მათ თავიანთი პოზიციები არ მიუტოვებიათ.

ვიდეომიმართვა "1+1" -ის  ჟურნალისტმა ნატალია ნაგორნაიამ გაავრცელა. მისი განმარტებით აღნიშნული ვიდეო 36-ე დანაყოფის საზღვაო ქეითებმა მიაწოდეს და ის მარიუპოლში დღეს, დილით 5 საათზეა ჩაწერილი.

„დიდება უკრაინას! ჩვენ მარიუპოლის დამცველები ვართ, 36-ე დანაყოფის საზღვაო ქვეითები, რომლებიც იცავდნენ და დაიცავენ ამ ქალაქს. ჩვენ არ დაგვითმია პოზიციები. ჩვენ ვიცავდით ქალაქის ყოველ ნაჭერს შეძლებისდაგვარად. მაგრამ რეალობა ასეთია, ქალაქი ნამდვილად ბლოკადაშია. ალყაში - და საბრძოლო მასალა და სურსათი არ მიგვიღია. ვიცავდით ბოლომდე. ჩვენ მადლიერნი ვართ თითოეული უკრაინელის, რომელსაც სჯეროდა და სჯერა საზღვაო ქვეითების. ამ რწმენით ვდგავართ ამდენ ხანს, ჩვენ არ დაგვითმია პოზიციები. ჩვენ ვიყავით და ყოველთვის  ვიქნებით ერთგულნი. ყოველ უკრაინელს უნდა ახსოვდეს ამ წინააღმდეგობის ფასი, დაასრულოს, ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება. უკრაინა, ევროპა, მსოფლიო... გამარჯვების რწმენით, ჩვენ ყოველთვის ერთგულნი ვართ, ბოლომდე ერთგულნი ვართ“, -ა მბობენ საზღვაო ქვეითები ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი სადაც, თითქოს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი წერდა, რომ  მარიუპოლისთვის "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადება და ტყვია-წამალი უმთავრდება. 

ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწემ, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ საზღვაო ქვეითების ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან მათი გვერდი გატეხილია.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge