png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადეცა

  • მსოფლიო
  • 08.04.2022
  • 21:48
უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადეცა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურად გადასვა კითხვარი, რომლის შევსებაც აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ცერემონია კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ იმდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, რომ შევსებას არა წლები, არამედ კვირები დასჭირდება.

„ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში.

ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ზელენსკიმ ფორ დერ ლაიენი დაარწმუნა, რომ უკრაინას პასუხები ერთ კვირაში მზად ექნება.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 28 თებერვალს, რუსეთის შეჭრიდან, ოთხი დღის შემდეგ შეიტანა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge