png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოსკოვი ამტკიცებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებათა გადამტანი კოღოების გავრცელება შეინიშნება

  • მსოფლიო
  • 08.04.2022
  • 16:26
მოსკოვი ამტკიცებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებათა გადამტანი კოღოების გავრცელება შეინიშნება

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი სუბიექტებისკენ შეინიშნება საქართველოდან კოღოების სხვადასხვა სახეობის გავრცელება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში იყო გავრცელებული“. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია „ტასი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა.  

 „ლუგარის სახელობის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში (თბილისის) განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია დაავადებების მხრივ, რომლებსაც გადამტანი მწერები ავრცელებენ... ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - თქვა კირილოვმა.

ანალოგიური განცხადება იგორ კირილოვმა 2018 წელსაც გააკეთა.

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი თბილისის ლუგარის ლაბორატორიას ადანაშაულებს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში. კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.

„აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე ცხოველთა ნიმუშებში აღმოჩენილია ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის შტამები, რომლებიც იდენტურია „საქართველო-2007“-ის შტამის. დიდი ალბათობით შევძლებთ დამტკიცებას, რომ ღორის აფრიკული ჭირის შტამი, რომელიც მაღალი გადამდებობით გამოირჩევა, შექმნილია პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ბიოლაბორატორიაში“, - განაცხადა კირილოვმა.

მოსკოვმა ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო დეზინფორმაციული კაპმანია უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურა. ამასთან, რუსეთის წარმომადგენლების თქმით, უკრაინაში ანალოგიურ ობიექტებში მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კოშანეკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შექმნილ და დაფინანსებულ უკრაინის ბიოლაბორატორიებში მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საიდუმლო პროექტი ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად.

აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დეზინფორმაციის მეშვეობით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში თავისი სასტიკი ქმედებების გამართლებას.

 „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, რუსეთი იგონებს ცრუ საბაბს, რათა უკრაინაში თავისი შემაძრწუნებელი ქმედებები გაამართლოს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge