png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ოლექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო

  • მსოფლიო
  • 07.04.2022
  • 22:40
ოლექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რატომ არ უთხრეს უკრაინის მოსახლეობას, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გარდაუვალი იყო, იმის მიუხედავად, რომ კრემლის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე იცოდნენ. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს "ყოვლისმომცველი ქაოსის" თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.

მისი თქმით, უკრაინამ სარწმუნო მტკიცებულება მიიღო, რომ რუსეთი შეჭრისთვის დეკემბრის დასაწყისში ემზადებოდა. ამასთან, კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო.

ამავდროულად უკრაინამ თავდაცვისთვის მზადება დაიწყო. მობილიზებული იყო რეზერვი, ტარდებოდა წვრთნები, მიმდინარეობდა მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ამავე დროს ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკრაინელებისთვის არ ეთქვა, რომ ომი გარდაუვალია, რადგან ეს ონფორმაცია ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივი გასვლის პროვოცირებას მოახდენდა.

 არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ 8-დან 12 მილიონამდე ლტოლვილი დაბლოკავდა საავტომობილო გზებს და უკრაინის არმიას არ მისცემდა შესაძლებლობას გასულიყო თავდაცის ხაზებზე. ეს კი აგრესორსა და მისი „ბლიცკრიგის“ გეგმებს დაეხმარებოდა.

„ვერაფრით გავართმევდიტ თავს ამ სიტუაციას და ერთდერთი გამოსავალი დაგვრჩებოდა, ჩვენივე მოქალაქეებისათვის ტანკებით გადავლა, მათი დაცხრილვა, ხიდებზე რომ გადავსულიყავით. რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო?  - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა.  ნებისმიერი სცენარის მიხედვით კი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განიხილავდა, სახელმწიფო ვერ გაუძლებდა, თუ უკრაინელებს გარდაუვალი ომის შესახებ ინფორმაციას აცნობებდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge