png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

  • მსოფლიო
  • 04.04.2022
  • 19:13
 აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა რუსეთი გარიცხოს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება თომას-გრინფილდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ რუსეთი ქალაქ ბუჩაში ადამიანების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში დაადანაშაულა. რუსეთი უკვე მეორე წელია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაშია. საბჭოში წევრობის საერთო ვადა სამ წელს შეადგენს.

გენერალური ასამბლეის (193 წევრი ქვეყანა) ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით შესაძლებელია ქვეყნის გარიცხვა მისი წევრობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევებისთვის.

ლინდა თომას-გრინფილდმა ბუქარესტში ყოფნის დროს განაცხადა, რომ „ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მონაწილეობა - ფარსია“.

„ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დროა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მის გარიცხვას ხმა მისცეს“, - განაცხადა თომას-გრინფილდმა.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია და სასტიკად დაგმო რუსეთის ქმედებები. რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ დაუჭირა.  „მივმართავ იმ 140 ქვეყანას, რომლებიც გაბედულად გაერთიანდნენ, ფოტოები ბუჩადან და მთელ უკრაინაში ნგრევა, მოითხოვს, რომ გავამყაროთ ჩვენი სიტყვები მოქმედებებით“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge