png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ლავროვმა ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას „ინსცენირება“ და რუსეთზე „ფეიკთავდასხმა“ უწოდა

  • მსოფლიო
  • 04.04.2022
  • 14:36
ლავროვმა ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას „ინსცენირება“ და რუსეთზე „ფეიკთავდასხმა“ უწოდა

აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეგი ლავროვმა ბუჩაში არსებულ ვითარებას „ფეიკთავდასხმა“ უწოდა. „სიტუაცია ბუჩაში - ეს არის ინსცენირება, რომელსაც სოციალური ქსელებით დასავლეთი და უკრაინა ავრცელებენ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი ბუჩაში არსებულ სიტუაციას აფასებს პროვოკაციად, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს საფრთხეს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ბრიტანეთისგან მოითხოვს შეასრულოს გაეროს ისაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობა და მოიწვიოს სხდომა ბუჩაში არსებული სიტუაციის შესახებ.

აგრესორმა ლავროვმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთს აქვს სპეკულაციის მცდელობები უკრაინაში ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტული იყო რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.

ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული კიევის ოლქის დასახლებებში, რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 410 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ზურგსუკან ხელები აქვს შეკრული და თავში აქვთ ნასროლი. ცხედრებზე ჩანს წამების კვალი.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge