png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული მოლოდინები ომთან დაკავშირებით და გამოასწრო უკრაინიდან - მდინარაძე

  • კომენტარები
  • 01.04.2022
  • 15:14
 სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული მოლოდინები ომთან დაკავშირებით და გამოასწრო უკრაინიდან - მდინარაძე

თქვენი პარტიის ლიდერი [მიხეილ სააკაშვილი] არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის იხდის სასჯელს და ასევე ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, ამ დანაშაულებზეა ის მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში, ის სასჯელს მოიხდის საქართველოში, ეს საკითხი სხვაგვარად არ განიხილება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველო ომში ჩაებას.

„ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რაზეც თქვენი მედიასაშუალების მხრიდან ირონიული ღიმილიც იყო, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა, დღეს ხომ ეს დადასტურდა. მან პროცესზე თქვა: ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა თქვენმა პარტიის ლიდერმა? რისთვის ჩამოდიოდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. მისი სურვილია, რომ საქართველო ჩაებას ომში. საქართველო არ ერთვება ომში, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, რაც არ მოხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge