png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ხელისუფლება "ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.04.2022
  • 14:35
საქართველოს ხელისუფლება "ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს - სააკაშვილი

ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში.

"ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად "ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა.

რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ", წერს სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge