png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება არის მძიმე, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 01.04.2022
  • 09:39
გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება არის მძიმე, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის - კობახიძე

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება არის მძიმე, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ვიტყოდი, შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 
მისი თქმით, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც მანამდე დაიწყო. 
„მანამდე კონსულტაციებზე  გაწვეული იყო ელჩი, რაც არის ერთგვარი დემარშის კიდევ ერთი ფორმა. ამას მოყვა გაგრძელება - ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო წინა ნაბიჯიდან და ზოგადად იმ ნაბიჯებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ასეთი ალოგიკური ნაბიჯებისა, ჩვენ არასდროს მოგვიდუნებია ყურადღება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მხრდაჭერის კუთხით. ჩვენი მხარდაჭერა აქ იყო ურყევი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც იყო საუბარი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდის იმისთვის, რომ პოლიტიკური მხრდაჭერა გაგვეწია უკრაინისთვის, შესაბამისად, კიდევ უფრო ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ დავინახეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება არის მძიმე მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც არის პირდაპირ ვიტყოდი შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა არავითარი ლოგიკური ახსნა არ აქვს ამ ნაბიჯებს, სხვას ვერაფერს დავარქმევთ მათ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge