png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

  • მსოფლიო
  • 30.03.2022
  • 19:38
აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, დელიაგინის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლზე დაყრდნობით.

დელიაგინს ბრალად ედება აგრესიული ომის დაწყებისკენ მოწოდებები, ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, სიძულვილის ან მტრობის გაღვივება და ადამიანური ღირსების შელახვა.

აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დელიაგინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და ინტერპოლის მეშვეობით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა მხარემ "მიმართა არაერთი მეგობარი სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავების თხოვნით, თუ ის ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვდება".

რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან ფედერალური ტელეარხის "რასია 1-ის" ეთერში, მთიან ყარაბაღში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, რუსეთის არმიის მიერ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ბირთვული ტაქტიკური დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, მსგავსი შინაარსის გამოკითხვა მან საკუთარ ტელეგრამის არხზე ჩაატარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge