png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იყიდებიან თავიანთ ენაში, როდესაც ამბობენ, რომ თურმე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში - თამარ კორძაია

  • პოლიტიკა
  • 29.03.2022
  • 13:46
ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იყიდებიან თავიანთ ენაში, როდესაც ამბობენ, რომ თურმე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში - თამარ კორძაია

„რას ხედავენ და რას გრძნობენ დღეს საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი ჩვენ გვისმენენ? აბსოლუტურად არაფერს კარგს, იმიტომ რომ ჩვენი აქ გამოსვლებით და ერთმანეთის ლანძღვით, მართლაც მხოლოდ ნიჰილიზმს და უიმედობას ვთესავთ, გაურკვევლობას ვთესავთ თითოეულ ადამიანში“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას. მისი შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება და გარკვეული განცხადებები ადამიანებში გაურკვევლობას და უპერსპექტივობას აჩენს.

„ეს გაურკვევლობა შემდგომ წარმოშობს შიშს, მომავლის მიმართ შიშს, უპერსპექტივობის მიმართ შიშს და ამის ძირითადი მიზეზი, ყოველთვის არის ხელისუფლების მოქმედება იმიტომ, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იყიდებიან თავიანთ ენაში, როდესაც ასეთი შინაარსის კომენტარს აკეთებენ, რომ თურმე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. როდესაც ასეთი კონსტრუქციით ლაპარაკობ მაშინ იკვეთება შენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.

როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, თუნდაც საწვავის გაზრდასთან დაკავშირებით, არ აღიარებენ ამ ადამიანების გულწრფელ პროტესტს და ზუსტად იციან ფარული წყაროს საბჭოური მეთოდების მიხედვით და თურმე აქვთ ინფორმაცია, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება, შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ მოქალაქეს და უკაცრავად, და ვინ დაადგინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სოციალური პრობლემებზე და მის მხარდამჭერს პროტესტის გამოხატვის უფლება? მაგრამ ყველა ეს განცხადება ადასტურებს ერთ რამეს, რომ თანამშრომლობაზე ორიენტირებული არა ხართ და ამის დასტური იყო მიხეილ ყაველაშვილის ის ფრაზა თუ როგორ შეიძლება ჩვენი ერთიანობა?! და შეიძლება ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ როდესაც უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა იყო პარლამენტის წინ, მაშინ თქვენი და ოპოზიციის მხარდამჭერები იქ იდგნენ და რა აერთიანებთ ამ მოქალაქეებს? აერთიანებს ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ აგრესიულები და არ გამოხატავდნენ ზიზღს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ და რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge