png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, საქართველო დაღუპულია - მიხეილ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 28.03.2022
  • 17:22
ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, საქართველო დაღუპულია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დასრულდეს „პარლამენტარობანას თამაში“

„ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ შევცვლით საქართველოში სიტუაციას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ.

ნუ გეშინიათ პოლიციის. გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ. ხალხო, ნუ გეშინიათ, აქ არაფერ შუაშია პარტიები, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მიუხედავად მათი რეზინის ტყვიებისა, რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით ყველგან, არ დავიხევთ უკან. ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge