png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.03.2022
  • 11:38
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა, მთავრობამ ამისთვის ბევრი იმუშავა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ კონკრეტული ხელშესახები შედეგია.

„დღეს არის 5 წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მთელმა მთავრობამ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. აქვე, მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ეს პროცესი ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ, 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ, ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და სწორედ ამის შემდეგ, ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში ევროკავშირის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში.

მე მინდა ასევე მოსახლეობას შევახსენო, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში, რაც რა თქმა უნდა, არის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge