png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო - ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმიანება

  • კომენტარები
  • 27.03.2022
  • 12:11
მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო - ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმიანება

დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი" მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა, - "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დანილოვმა ტელეეთერში განაცხადა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარება.

"დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი" მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.
მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები," - წერს ნიკა გვარამია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა ძალიან დაეხმარება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

"თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა. როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება", - აღნიშნა დანილოვმა და დასძინა, რომ "საქართველო, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულად იქცევა".

 



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge