png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 25.03.2022
  • 22:46
პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი - ირაკლი კობახიძე

"პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ერთი მხრივ, პრეზიდენტს და, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით, რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "POSTV"-ის ეთერში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადგან პრეზიდენტის როლი, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური, ამიტომ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს.

"ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. მაგრამ, რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის არსებითად სიმბოლური როლი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სისტემა ირღვევა. პრეზიდენტის სიმბოლურად არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როდესაც ის თავად არღვევს კონსტიტუციას, ეს თავისთავად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი მოვლენა კონსტიტუციური წესრიგისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge