png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პუტინს პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავის ქმედებებზე - G7

  • პოლიტიკა
  • 24.03.2022
  • 22:24
ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პუტინს პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავის ქმედებებზე - G7

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა გააფრთხილეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია G7-ის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გავრცელდა.

"ჩვენ ვაფრთხილებთ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების ნებისმიერი საფრთხის თაობაზე. შევახსენებთ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლის მხარეც ის არის და რომელიც ყველას გვიცავს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მიიღონ დამატებითი ზომები რუსეთის წინააღმდეგ.

ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ.

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა მოუწოდეს ბელარუსს, თავი შეიკავოს შეიარაღებული ძალების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებისგან. მათ ასევე მოუწოდეს ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რუსეთს სამხედრო ან სხვა სახის დახმარება.

"ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს, ამ აგრესიის არქიტექტორებს და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსის ლუკაშენკას რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

"დიდი შვიდეულის" ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან", - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge