png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების სხდომა, რათა ვაჩვენოთ, რომ გვახსოვს ეს ქვეყნები - დუდა

  • პოლიტიკა
  • 22.03.2022
  • 23:25
უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების სხდომა, რათა ვაჩვენოთ, რომ გვახსოვს ეს ქვეყნები - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-მ შეიმუშაოს ახალი კონცეფცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

ამის შესახებ მან ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება TVN24.

„თავისუფალი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის უპრეცენდენტო აგრესიის ფონზე, ჩვენთვის, მთელი ევროპისთვის და შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოსთვის საჭიროა ნატო-ს ახალი კონცეფცია“, - განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, ნატო-ს ახალმა სტრატგიულმა კონცეფციამ, რომელიც ახლა მუშავდება, უნდა გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რომელიც აშკარად გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით.

„ნატო-მ ეს მომავლში უნდა გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ ნატო-ს წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყნებში უნდა შეიცვალოს თავისი პროფილი“, - აღნიშნა მან.

მას ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს, 24 მარტს იმართება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოსა უკრაინასა და საქრთველოში არსებულ სიტუაციას.

„უნდა გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების სხდომა, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვახსოვს ეს ქვეყნები და რომ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს ძირითად საკითხებს ამ ქვეყნებისთვის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც აქვთ თვითგამორკვევის უფლება და ხალხს, რომელიც ამ ქვეყნებში ცხოვრობს, აქვს თავისუფალი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრების უფლება“, - თქვა დუდამ.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge