png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ხელაშვილის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით განცხადებაზე გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა არ გამოხატავს მთავრობის პოზიციას

  • პოლიტიკა
  • 21.03.2022
  • 22:38
გიორგი ხელაშვილის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით განცხადებაზე გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა არ გამოხატავს მთავრობის პოზიციას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას ეხმიანება.

ხელაშვილის განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მიწოდებას ეხება და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ხელს აწერს გრიგოლ ვაშაძე, არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რადგან აღნიშნულ დოკუმენტს ხელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა მოაწერა და ეს მხოლოდ მისი პირადი პოზიციაა.

გიორგი ხელაშვილის მტკიცებით, რომ ეს არის სარეკომენდაციო, მხარდამჭერი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც არც ერთი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.

"ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი. ზოგი მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი ოპოზიციიდან, ზოგი ხელისუფლებიდან. საქართველოს შემთხვევაში პირადი ინიციატივით, ამას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძემ. შეიძლება ითქვას, საქართველოს შემთხვევაში დოკუმენტი არის პირადად ვაშაძის ინიციატივა. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან ამას საერთო არ აქვს", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ".

საქართველოს მხრიდან განცხადებას ხელი გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ დეპუტატებს უკრაინის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge