png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას ეხება, "ქართული ოცნება" არც კი განიხილავს - პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.03.2022
  • 13:11
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას ეხება, "ქართული ოცნება" არც კი განიხილავს - პაპუაშვილი

ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, ქართული ოცნება არც კი განიხილავს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, "ამ ომს ყველა აკვირდება და რასაც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვხედავეთ, განსაკუთრებით, ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია".

"მოხდეს აქ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივების განხილვაში არც კი შევდივართ. ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს მიზანი არის არეულობა და ქვეყნის ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რაც შეეხება გულწრფელ სურვილებს და დამოკიდებულებებს, ჩვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია პარლამენტის მხრიდან, ეს იყო შეგროვებული თანხა, მაშინაც არ მიუღია ამაში ოპოზიციას მონაწილეობა. ასე რომ, აქ ჩანს სინამდვილეში რა არის ოპოზიციის ამ ნაწილის რეალური განზრახვა, ეს არის მხოლოდ პიარი და რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას, ისინი არ იჩენენ არანაირ სურვილს. თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით. აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც ხომ აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტია "ლელოს" ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge