png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 16:58
სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულნი, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ, სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას 2014 წელს, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, მომზადება ქვეყნის, ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

"ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ დაჩქარებულად რომელიმე ქვეყნის მიღება ევროკავშირში არ იგეგმება და ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულნი, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ, სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას 2014 წელს, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. მას შემდეგ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე, როგორებიცაა - თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ამ პროცესში, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ მეგობარს და საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერს. ასევე, განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს ძვირფას კოლეგას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივესალმო და მადლობა გადავუხადო მას და მის დელეგაციას საქართველოში პირველად ჩამობრძანებისთვის, მადლობა მას ამ ვიზიტისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge