png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მინდა, სინანულით შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 16:23
მინდა, სინანულით შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა - ღარიბაშვილი

მინდა, სინანულით შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა - ღარიბაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში,"ჩვენ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი".

"მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა, აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ, არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე აქვე მინდა, გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკურ პროექტები და არავითარი სანქცია სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, პირიქით, ომის შემდეგ სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს მოხდა ომის შემდეგ. შედეგად საქართველო დღესაც ოკუპირებულია სტატუსკვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღე რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge