png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი საქართველოს მოსთხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და მთავრობა ამისთვის მზად იქნება - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.03.2022
  • 13:41
იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი  საქართველოს მოსთხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და მთავრობა ამისთვის მზად იქნება - სააკაშვილი

სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან, მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგეგმება, საბოლოო მიზანი კი საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა.

"მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის ომის პარტია... ომზე საუბრობენ მუდმივად და ჩემგან სიტყვა ომი არასოდეს არ ყოფილა. ეს სერიოზულად დასაფიქრებელია.

მივხვდი, გავშიფრე რას აკეთებენ და რას აპირებენ, მას შემდეგ, რაც მივიღე ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ საუბარი არის იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაჰბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ამავე დროს პრაქტიკულად დაასრულოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა...

დაამზადეს სპეციალური ვიდეოკლიპიც. რომელიღაც პროვოკაციული ჯგუფი გამოდის და სანამ ტანკები გავიდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, შევვარდეთ და ავიღოთო. ეს არის ეფ-ეს-ბე-ში დამზადებული. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ. ახლა მათ უნდათ, წამოგვაგონ პროვოკაციაზე. არცერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაც უნდა ავიღოთ. რუსეთი მარცხდება უკრაინაში კატასტროფულად, ჩვენები იმარჯვებენ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge