png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის ფონზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ეწევა ჰიბრიდულ ომს - გივი მიქანაძე

  • პოლიტიკა
  • 15.03.2022
  • 14:32
საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის ფონზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ეწევა ჰიბრიდულ ომს - გივი მიქანაძე

„საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში, სადაც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის ფონზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ეწევა ჰიბრიდულ ომს, რითაც, პირველ რიგში, საქართველოს და მის მოსახლეობას აზიანებს. ამის პარალელურად, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში თითქმის სამი კვირაა მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთმა სრულიად უკანონოდ აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. 8 წლით ადრე, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ამჟამად ვრცელდება ცნობები ხერსონის ოლქში არალეგიტიმური რეფერენდუმისთვის მზადებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,

გივი მიქანაძის განცხადებით, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ ადგილი აქვს ქალაქების მასიურ დაბომბვას და სხვადასხვა სახის საომარ მოქმედებებს, რასაც ახლავს დიდი მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს - ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შორის. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეულ უმძიმეს მდგომარეობას ემატება შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც გულგრილად უყურებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ყოველივე ზემოაღნიშნულის შემხედვარეს არ ახრჩობდეს ბრაზი. ფაქტია, რომ მსოფლიო 21-ე საუკუნის დასაწყისში გახდა უკრაინელი ხალხის მიმართ წარმოუდგენელი აგრესიის მოწმე", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართველებს ყველაზე მეტად ესმით და განიცდიან უკრაინაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, რამეთუ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსეთის აგრესია.

„ამიტომ, ყველაზე მეტად გულთან ახლოს მიგვაქვს და განვიცდით იმ ენით აუწერელ მდგომარეობას, რაც ახლა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში ხდება", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შეწყდეს საომარი მოქმედებები, რომ აღარ იყოს მეტი მსხვერპლი, ნგრევა და ის უბედური შედეგები, რაც ამ ომს ახლავს თან.

„ამისთვის, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ეფექტური მოქმედებები. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!", - განაცხადა აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge